ახალ ზელანდიელმა ფოტოგრაფმა ამოს ჩეპელმა (Amos Chapple) ევროპაში იმოგზაურა და ისტორიულ ქალაქებსა თუ ადგილებს ფოტოები საჰაერო ტექნოლოგიის მეშვეობით გადაუღო. სიაში საქართველო რეალურად 3-ჯერ არის ნახსენები. თუმცა ერთ-ერთ ფოტოს, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზეა გადაღებული ქვეყნის სათაურად აფხაზეთი აწერია.
1. ბარსელონა, ესპანეთი – ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი უბანი, ცენტრში ენტონი გაუდის “La Sagrada Familia”. ოთხკუთხა ფორმის დასახლებები იძლევა იმის საშუალებას, რომ ქუჩები უფრო განათებული და ნაკლებად დატვირთული იყოს.

