Saturday 11 October 2014

სომხური ქადა

წარმოგიდგენთ მარიეტას რეცეპტს პოპულარული დესერტის, სომხური ქადის მოსამზადებლად. სომხური ქადა ყველას გვიყვარს, მაგრამ სახლში ცოტანი თუ ვამზადებთ. მარიეტას მარტივი რეცეპტი ამ გემრიელ საქმეში დაგემხარებათ!
სომხური ქადა

რეცეპტის ინგრედიენტები:
  • 600 გრამი მარგარინი
  • 5 ჭიქა ფქვილი+რამდენსაც შეიზელს
  • 2 ცალი კვერცხი
  • 1 ჩაის კოვზი სოდა ძმრით
  • 1 შეკვრა ვანილი
  • 1/2 ლიტრა მაწონი
  • 3 ჭიქა შაქარი
~ მომზადების წესი ~
1. 500 გრამი მარგარინი მოვათავსოთ თასში და დანით დავკეპოთ. შემდეგ მოვაყაროთ 2 ჭიქა ფქვილი და ხელით მოვზილოთ.
2. დავამატოთ სოდიანი ძმარი, 1 ცალი კვერცხი, ნახევარი ლიტრა მაწონი და კვლავ მოვზილოთ.
3. შემდეგ ისევ დავამატოთ ფქვილი, რამდენსაც შეიზელს, და მოვზილოთ ცომი. ცომი რამდენჯერმე გავაბრტყელოთ, რათა მარგარინი კარგად დაიშალოს. გადავახვიოთ და კვლავ გავაბრტყელოთ – ასე რამდენჯერმე მოვიქცეთ.
4. გულსართისათვის: 3 ჭიქა ფქვილი(600 გრამი) დავყაროთ ტაფაზე; დავდგათ ძალიან დაბალ ცეცხლზე; დავამატოთ 3 ჭიქა შაქარი, 100 გრამი დაჭრილი მარგარინი და 1 შეკვრა ვანილი. ვურიოთ, რომ მარგარინი გადნეს და ბოლოს ეს მასა კარგად მოვშუშოთ.
5. ცომი კარგად გავაბრტყელოთ და მოვაყაროთ გულსართი. გადავახვიოთ რულეტივით, ოღონდ უფრო წვრილად. ბოლოს ზემოდან წავუსვათ გათქვეფილი კვერცხი და მოვაყაროთ შაქარი.
6. ვაცხოთ 180 გრადუსზე, შეწითლებამდე. გემრიელად მიირთვით!
wyaro www.kulinaria.ge

No comments:

Post a Comment