ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის სპეციალისტებმა სცადეს გაერკვიათ რომელია ადამიანის სხეულის მტკივნეული ორგანო. კვლევის შედეგების თანახმად თითების დაბოლოებებმა და შუბლმა პირველი და მეორე ადგილები გაინაწილეს.
კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა გამოიყენეს ლაზერი და 26 მოხალისე ადამიანი, რომლებიც ცდის დასრულების შემდეგ ყვებოდნენ, თუ რომელ ორგანოებზე გრძნობდნენ ტკივილს ყველაზე მეტად.